top of page

ინდუსტრიის ახალი სტანდარტი

MCapital_Almond Orchard_Row Perspective_01.jpg
MCapital_Almond Orchard_Almond Blossom_03.jpg
MCapital_Almond Orchard_Row Perspective_01.jpg

ნუშის ბაღი

მაღარო კაპიტალი მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარებაში წამყვანი ინვესტორია, რომელიც საქართველოში ხარისხის კუთხით უმაღლეს სტანდარტებს ამკვიდრებს.

MCapital_Almond Orchard_Geometry_02.jpg

პროექტის შესახებ

ჩვენ კახეთის გულში მდებარე აუთვისებელ მიწაზე მსოფლიო დონის ნუშის ბაღი გავაშენეთ. უახლესი ევროპული ტექნოლოგიების გამოყენებითა და სერტიფიცირებული ჯიშების შერჩევით შევქმენით ბაღი, რომელიც გათვლილია გლობალური საექსპორტო ბაზრების სტანდარტების პროდუქტის წარმოებაზე.

იდეიდან
ინოვაციურ 
ნუშის ბაღამდე

მაღარო კაპიტალი 2020 წელს დაფუძნდა და აქტიური ოპერირება 2021 წელს დაიწყო. ნუშის ბაღი 2023 წელს კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო მაღაროსთან, მდინარე იორის მიმდებარედ 320 ჰექტარ მიწაზე გაშენდა.

კომპანია წარმატებული ქართველი მეწარმეების ერთობლივი ინიციატივითა და ამბიციური ხედვით შეიქმნა. გუნდმა მიზნად დაისახა მიტოვებულ, აუთვისებელი მიწის ნაკვეთებზე ქვეყნაში პირველი ევროპული სტანდარტების ნუშის ბაღის გაშენება.

 

ევროპული  
სტანდარტები
პირველივე
დღიდან

ჩვენი მიზანი იყო პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე ევროპული სტანდარტებით ხელმძღვანელობა. მიწის შერჩევის პროცესში უკვე ჩართული გვყავდა აგრონომიის მიმართულებით წამყვანი ევროპული საკონსულტაციო კომპანია Nogaltec.

 

პირველად საქართველოში, ნუშის ბაღის სარწყავი და ფერტიგაციის უახლესი სისტემები დავაპროექტეთ წამყვან ევროპულ საინჟინრო კომპანიასთან Agro-Precision თანამშრომლობით. ასევე პირველებმა, პროექტში ჩავრთეთ ესპანეთის წამყვანი საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანია IberAqua როგორც კონტრაქტორი, რომელმაც ბაღის სარწყავი და ფერტიგაციის სისტემების ავტომატიზაციის პროექტი განახორციელა.

ბაღისთვის შევარჩიეთ სამი სერტიფიცირებული ესპანური ნუშის ჯიში ერთ-ერთ საუკეთესო სანერგე მეურნეობის კომპანიასთან Nurfruits პარტნიორობით.

უახლესი
ტექნოლოგიები

მდგრადი
ინფრასტრუქტურა

ჩვენი ბაღი შექმნილია წამყვანი ისრაელური, ესპანური, იტალიური და გერმანული კომპანიების უახლესი ტექნოლოგიებითა და მასალებით. მათ შორის, Netafim, Molecor, Caprari, AZUD, CEYSA, Condor, Utebagua, Regaber, Dorot, Solmax, Ferrosystems, Betafidan. სარწყავი და ფერტიგაციის სისტემების ავტომატიზაცია და მეტეოროლოგიური მონიტორინგი უზრუნველყოფილია ესპანური კომპანიის Progres ინოვაციური, ზუსტი მეურნეობის ტექნოლოგიით Agronic. მოსავლის აღება ხდება TENIAS კომბაინის გამოყენებით, რომელიც საუკეთესოა თავის კატეგორიაში.

პროექტის ფარგლებში ავაშენეთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, 130,000 m³ მოცულობის წყლის რეზერვუარი და 5,000 m³ სალექარი, რომელიც ბაღს დამოუკიდებელი წყლის რესურსით უზრუნველყოფს, რეგიონში წყლის დეფიციტის პირობებშიც. ყველა ტექნოლოგია, ინფრასტრუქტურული გადაწყვეტა და პარტნიორი შერჩეულია ერთი მიზნით, წარმოების ყველა ეტაპზე უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფისთვის.

ადგილობრივ საზოგადოებაში
აღმოცენებული

 

პროექტი ადგილობრივ დასაქმებასაც უწყობს ხელს. ნუშის ბაღში მომუშავე ყველა თანამშრომელი ადგილობრივი მაცხოვრებელია. თბილისის ოფისსა და კახეთში მუდმივად დასაქმებულია 24 ადამიანი. სეზონური სამუშაოებისას მათი რიცხვი 60-ს უტოლდება.

 

გვჯერა, რომ მაღარო კაპიტალის წარმატებული აგროპროექტი დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში.

შექმნილი
გლობალური
ბაზრებისთვის

პირველი სატესტო მოსავალი 2025 წელს მივიღეთ. 2026 წლისთვის პროგნოზირებულია დაახლოებით 550 ტონა გაუტეხავი ნუშის მოსავალი, რაც 180 ტონამდე მოცულობის ნუშის გულის მიღების შესაძლებლობას მოგვცემს. პროდუქცია გათვლილია საერთაშორისო ბაზრებისა და მაღალი მოთხოვნების მქონე მყიდველების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

მაღარო კაპიტალი არსებული ნუშის ბაღის მიმდებარედ ფლობს 200 ჰექტარი მიწის ნაკვეთს, რომელზეც უკვე იგეგმება ბაღის გაფართოება.

ჩვენი პარტნიორები

წამყვანი ევროპული და საერთაშორისო კომპანიების მხარდაჭერითა და ინსტიტუციური დაფინანსებით მაღარო კაპიტალი თანამედროვე სოფლის მეურნეობაში წამყვანი მოთამაშეა. ჩვენი პარტნიორების უმაღლესი კლასის ექსპერტიზამ სარწყავი სისტემების, აგრონომიის, მოსავლის აღებისა და სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროებში მოგვცა შესაძლებლობა შეგვექმნა ბაღი, რომლის თითოეული ჰექტარი ყველაზე მომთხოვნი საერთაშორისო ბაზრების სტანდარტებს აკმაყოფილებს.

bottom of page