top of page

ნუშის ჯიშები

ნუშის ბაღი გაშენდა კახეთის რეგიონში, თანამედროვე და მდგრადი აგრო ინფრასტრუქტურის გამოყენებით. დარგის საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობითა და საუკეთესო ესპანურ სანერგე კომპანიასთან Nurfruits თანამშრომლობით ბაღისთვის შეირჩა სამი ესპანური ჯიში, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი ხარისხითა და მოსავლიანობით. Eurofins Food Testing Lisboa დამოუკიდებელი ლაბორატორიული კველვების თანახმად სამივე ჯიში თავისუფალია პესტიციდებისა და აფლატოქსინებისგან და სრულად აკმაყოფილებს ყველაზე მომთხოვნი საერთაშორისო ბაზრების მკაცრ სტანდარტებს.

MCapital_Almond Orchard_First Harvest_01.jpg

Marta®

ესპანური ჯიში · CEBAS-CSIC
ნუშის გული · მაღარო კაპიტალი · მოსავალი 2025

Marta® ვიზუალურად გამორჩეული ჯიშია, გულის დახვეწილი, წაგრძელებული ფორმით. სტაბილურად 33%-იანი გამოსავლიანობითა და ტყუპი გულის ნულოვანი მაჩვენებლით უზრუნველყოფილია პარტიების ერთგვაროვნება. მისი მყარი ნაჭუჭი ნუშის გულს ეფექტურად იცავს ტრანსპორტირებისა და შენახვის პროცესში, შესაბამისად ჯიში წარმატებით გამოიყენება როგორც საცალო რეალიზაციისთვის, ასევე ინდუსტრიული გადამუშავებისთვის. ადრეული სეზონის ჯიში, რომელიც მყიდველებისთვის მიწოდების პერიოდს ახანგრძლივებს.

33%

გამოსავლიანობა

0%

ტყუპი გული

წაგრძელებული

ფორმა

ლაბ. დასკვნები · Eurofins 2025

      სუფთა

ლაბ. დასკვნები · Eurofins 2025

      სუფთა

33%

გამოსავლიანობა

0%

ტყუპი გული

წაგრძელებული

ფორმა

Penta®

ესპანური ჯიში · CEBAS-CSIC
ნუშის გული · მაღარო კაპიტალი · მოსავალი 2025

Penta® გამოირჩევა სუფთა, ერთგვაროვანი და წაგრძელებული, დახვეწილი ფორმის გულით და სტაბილური, 33%-იანი გამოსავლიანობით. ტყუპი გულის ნულოვანი მაჩვენებელი და ზომის ერთგვაროვნება უზრუნველყოფს ხარისხს, რომელიც სრულად პასუხობს პრემიუმ საცალო ქსელებისა და კვების ინდუსტრიის მოთხოვნებს. მყარი ნაჭუჭი იდეალურ მდგომარეობაში ინახავს პროდუქტს. საიმედო არჩევანია იმპორტიორებისა და გადამამუშავებლებისთვის, რომლებიც ეძებენ სწორად ნამართ მეურნეობაში მოყვანილ, სტაბილური ხარისხის პროდუქტს. მოტკბო გემოსა და იდეალური ფორმის გათვალისწინებით გამოიყენება შოკოლადის წარმოებაში.

MCapital_Almond Orchard_First Harvest_04.jpg
MCapital_Almond Orchard_First Harvest_03.jpg

Makako®

ესპანური ჯიში · CEBAS-CSIC
ნუშის გული · მაღარო კაპიტალი · მოსავალი 2025

Makako® გამოირჩევა მსხვილი, ელიფსური ფორმის, დახვეწილი ვიზუალის გულით, 33%-იანი გამოსავლიანობითა და ტყუპი გულის ნულოვანი მაჩვენებლით. სტაბილური ხარისხი და გულის მოცულობა მას განსაკუთრებით შესაფერისს ხდის მსხვილმასშტაბიანი შესყიდვების, კვების ინდუსტრიისა და საექსპორტო ბაზრებისთვის. მყარი ნაჭუჭი და ფორმის ერთგვაროვნება უზრუნველყოფს იმ საიმედოობასა და ხარისხს, რომელსაც საერთაშორისო ბაზრები ითხოვენ.

33%

გამოსავლიანობა

0%

ტყუპი გული

ელიფსური

ფორმა

ლაბ. დასკვნები · Eurofins 2025

      სუფთა

bottom of page