გაე ცანით ჩვენი ნუშის ბაღის ინოვაციურ აგროპროექტს

ნუში
ზუსტი სოფლის მეურნეობით მოყვანილი და ევროპული სტანდარტებით შემოწმებული.

მდგრადობა
პასუხისმგებლიანი მიწათსარგებლობა, წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა, გარემოს დაცვა.

ინოვაცია
ტექნოლოგიები სტაბილური ხარისხისა და გრძელვადიანი პროდუქტულობისთვის.
შემდგომი განვითარება
კახეთში მდებარე ჩვენი თანამედროვე ნუშის ბაღი შექმნილია მოწინავე აგროტექნოლოგიების გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას, ეფექტიანობასა და მდგრადი სოფლის მეურნეობის პრინციპების დაცვას.
მაღარო კაპიტალის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ვმუშაობთ ნუშის ბაღის დამატებით 200 ჰექტარზე გაფართოების პროექტზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის წარმოების მოცულობას და საერთაშორისო ბაზრებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას მოგვცემს.
ასევე, აქტიურად განვიხილავთ ნუშის გადამამუშავებელი საწარმოს განვითარების პროექტს, რაც უზრუნველყოფს სრულ ვერტიკალურ ინტეგრაციას, ბაღიდან ექსპორტისთვის მზა პროდუქციამდე. ამით მნიშვნელოვნად გავაძლიერებთ ხარისხის კონტროლსა და საოპერაციო ეფექტიანობას; ხოლო პარტნიორებისთვის პროდუქციის მიწოდების პროცესს კიდევ უფრო მოქნილს და სწრაფს გავხდით.

ზრდა
ექსპერტიზა
ხარისხი
სტაბილურობა
ტექნოლოგია
გავლენა
მდგრადობა
მომავალი
ზუსტი სოფლის მეურნეობა

მდგრადი ღირებულებები
ჩვენი პროექტი ხელს უწყობს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნით, სურსათის უვნებლობის, გარემოსდაცვითი და მდგრადი სოფლის მეურნეობის პრინციპების დანერგვით. მაღარო კაპიტალში მუდმივად დასაქმებულია 24 ადამიანი, რომელთა რიცხვი სეზონური სამუშაოებისას 60-ს უტოლდება.